Privacy policy

ბოლო განახლება: 19.08.2026

This is a legal document and is available in Georgian only.

1. ვინ ვართ

razvali.ge-ს (შემდგომში — „საიტი" ან „RAZVALI") ოპერატორი და მონაცემთა დამმუშავებელია ინდივიდუალური მეწარმე პაპუნა წერეთელი, საქართველო. პირადულობასთან და მონაცემებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდი: privacy@razvali.ge.

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

ანგარიშის რეგისტრაციისას: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი (ანგარიშის საიდენტიფიკაციო მონაცემია — მისი მეშვეობით ხდება სისტემაში შესვლა), პაროლი (ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით, არასდროს — ღია ტექსტად) და, სურვილისამებრ, ელ-ფოსტა.

თუ ხდები ხელოსანი: სახელოსნოს დასახელება და აღწერა, ქალაქი და უბანი, ატვირთული ფოტოები, გამოცდილების წლები და, თუ თავად მონიშნავ რუკაზე, ზუსტი კოორდინატები.

ჯავშნის გაკეთებისას: მანქანის მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი (არასავალდებულო), თავისუფალი ტექსტის შენიშვნა და ჯავშნის დრო.

შეფასების დატოვებისას: შეფასება ვარსკვლავებით და კომენტარი.

ტექნიკურად: IP მისამართი და მოთხოვნის დრო, მხოლოდ სპამისა და ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგო შეზღუდვების სამუშაოდ (მაგალითად, რამდენჯერ სცადა ვინმემ დადასტურების კოდის შეყვანა). სრული ვიზიტების ისტორია არ ინახება და არანაირი ანალიტიკური თუ სარეკლამო cookie არ გამოიყენება.

3. როგორ ვიყენებთ მონაცემებს

  • ანგარიშის შექმნა, შენარჩუნება და სისტემაში შესვლა
  • ჯავშნის დამუშავება — ხელოსანსა და კლიენტს შორის კავშირის დამყარება
  • SMS და ელ-ფოსტის შეტყობინებები: ახალი ჯავშანი, დადასტურება, შეხსენება ვიზიტამდე
  • სახელოსნოს საჯარო გვერდის ჩვენება საიტზე, თუ ხელოსანი ხარ
  • ბოროტად გამოყენების პრევენცია

მონაცემებს არ ვყიდით, არ ვაქირავებთ და არ ვიყენებთ სარეკლამო მიზნებისთვის.

4. ვისთან ვიზიარებთ მონაცემებს

  • smsoffice.ge — SMS შეტყობინებების გასაგზავნად: ტელეფონის ნომერი და შეტყობინების ტექსტი.
  • Google Maps / Places — მხოლოდ მაშინ, როცა რუკაზე მისამართს ეძებ ან პინს დებ: მისამართის ტექსტი და კოორდინატები იგზავნება Google-ში, Google-ის საკუთარი წესებით.
  • ჩვენი ჰოსტინგ-პროვაიდერი — სერვერი, სადაც მონაცემთა ბაზა ინახება.

არავითარ სხვა მესამე მხარეს — მარკეტინგულ, ანალიტიკურ თუ სარეკლამო სერვისს — მონაცემები არ გადაეცემა.

5. Cookie-ები

საიტი იყენებს მხოლოდ ერთ ტექნიკურ cookie-ს — შენახავს შენს სესიას და ქრება ბრაუზერის დახურვისთანავე. არანაირი თრექინგის ან რეკლამის cookie არ იდება.

6. რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს

მონაცემები ინახება, სანამ ანგარიში აქტიურია. ანგარიშის საკუთარი პანელიდან წაშლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (გვერდი „ანგარიში" → „ანგარიშის წაშლა") — ეს საბოლოოდ შლის პროფილს და მასთან დაკავშირებულ ყველა ჩანაწერს. დეტალები იხილე მომსახურების პირობებში.

7. შენი უფლებები

საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად გაქვს უფლება:

  • გაეცნო, რა მონაცემები გვაქვს შენზე
  • მოითხოვო შესწორება — ხელმისაწვდომია პირდაპირ პანელიდან
  • მოითხოვო წაშლა — თვითონ პანელიდან ან privacy@razvali.ge-ზე მიმართვით

მარკეტინგული შეტყობინებებისგან გამოწერის გაუქმება არ არის საჭირო — ჩვენ საერთოდ არ ვგზავნით სარეკლამო შეტყობინებებს, მხოლოდ საოპერაციო (ჯავშნის დასტური და მისთანები).

8. უსაფრთხოება

პაროლები ინახება დაშიფრული სახით (Argon2id). კავშირი საიტთან დაშიფრულია (HTTPS). ფორმები დაცულია CSRF შეტევებისგან.

9. ასაკობრივი შეზღუდვა

საიტი განკუთვნილია 18 წელს მიღწეული პირებისთვის.

10. ცვლილებები ამ დოკუმენტში

დროთა განმავლობაში შესაძლოა შევიდეს ცვლილება. არსებითი ცვლილების შემთხვევაში ზემოთ მითითებული თარიღი განახლდება.

11. კონტაქტი

კითხვები და მოთხოვნები: privacy@razvali.ge